საქართველოში ყველაზე მაღალი მამაკაცი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია
როგორც ვიგებთ, მისი სიმაღლე 2,23 სანტიმეტრია.
სერგო გადაცემაში საუბრისას აღნიშნავს, რომ თავისზე მაღალი ადამიანი, მხოლოდ ერთხელ, ავსტრიაში მოგზაურობისას შეხვდა.
„ბავშვობიდანვე გამორჩეული ვიყავი. შემდეგ დაიწყო ჩემი კალათბურთის კარიერაც. ბავშვობაში უკან მერხზე ვიჯექი ხოლმე. სიმაღლეს თავისი პლუსები და მინუსები აქვს. ჩემზე მაღალი ადამიანიც მინახავს. ავსტრიაში მოგზაურობისას შემხვდა, 16 წლის ასაკში უკვე 2,30 იყო”, – საუბრობს სერგო.