LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის შეფერილობა ქალი მძღოლების ხასიათზე მეტყველებს

56

ავტომობილის შეფერილობა მისი მეპატრონის თვითშეფასებაზე მეტყველებს. ამასთანავე, ამ მეთოდის გამოყენებით ადვილი ამოსაცნობია ქალისა და მამაკაცი მძღოლების ხასიათის თავისებურებანი. სწორედ ასეთ დასკვნას აქვეყნებს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომწარმოებელი კომპანია Ford.

გამოკვლევების შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ შავი ფერის ავტომობილს დამოუკიდებელი ქალბატონები იძენენ. ამავდროულად იმავე შეფერილობის ავტომობილით მოუწესრიგებელი მამაკაცები სარგებლობენ. ლურჯი ფერის მამაკაცების ემოციური მდგომარეობის მაჩვენებელია, ეს ის კატეგორია გახლავთ, რომლებიც გადაწყვეტილებებს ემოციური ფონის მიხედვით იღებენ. მსგავსი ფერის ავტომობილის მფლობელი ქალბატონები კი ძირითადად უკომფლიქტო ადამიანები არიან, რომლებიც დიდი ძალისხმების შედეგად, მაქსიმალურად ცდილობენ თავი აარიდონ უსიამოვნებებსა და კამათს.

ქალბატონები, რომლებსაც რუხი, მუქი-ლურჯი, ან წითელი შეფერილობის ავტომობილები იზიდავთ, გამოკვლების მიხედვით, ამოუცნობი ხასიათის გახლავთ… მამაკაცების შემთხვევაში კი საქმე პირიქითაა, ასეთი ფერის მოდელებს მამაკაცების ის კატეგორია ყიდულობს, რომლებიც საკუთარ თავში დარწმუნებულები, მშვიდები და გაწონასწორებულები არიან, მათთვის ავტომობილი სტრესის მოხსნის იდეალური საშუალება გახლავთ.

რაც არ უნდა საკვირველი იყოს, თეთრი შეფერილობის ავტომობილებზე გამოკვლევაში საუბარი არ ყოფილა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: კომპანია Ford-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოს ავტომფლობელების 14% შავი ფერის ავტომობილს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო 16% რუხი შეფერილობის ავტომობილებს…