LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკრანიზებული “ჯინსების თაობა”

231

”თვითმფრინავის ბიჭების” შესახებ ფილმის გადაღებები ოქტომბერში დაიწყება რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე ”თვითმფრინავის ბიჭების” ისტორიაზე ფილმს გადაიღებს. სცენარის ავტორის ჰოლივუდელი სცენარისტი თომას დანია, რომელმაც ფილმისთვის სცენარი დათო ტურაშვილის წიგნის “ჯინსების თაობის” მიხედვით დაწერა და ფილმსაც “ჯინსების თაობა” ჰქვია. ეკრანიზებული “ჯინსების თაობა” ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა. გადაღებები ოქტომბერში დაიწყება.

სცენარის ავტორი, თომას დანი პირადად შეხვდა და ესაუბრა დაღუპული ბიჭების მშობლებს, პილოტს, მგზავრებს, აეროპორტის თანამშრომლებს და მათი მონაყოლისა და დავით ტურაშვილის წიგნის მიხედვით დაწერა სცენარი. თუმცა როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმი დავით ტურაშვილის წიგნისგან განსხვავებული იქნება.

ფილმის გადაღებები ნიუ-იორკში, ბაქოში, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში იგეგმება. “ჯინსების თაობაში” ქართველი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მთავარ როლებს უცხოელი მსახიობები შეასრულებენ. გეგა კობახიძის როლში ჯერემი სანდერსი, თინა ფეტვიაშვილის როლში – აიმი თინგარდენი დაკავდებიან. გამომძიებლის როლს კი ქართველი მსახიობი, დავით ბეშიტაშვილი შეასრულებს. ასევე მონაწილეობენ მსახიობები ჯეისონ ფლემინგი, კენი ჯონსონი და ნევინ მილანი.

ფილმის პრემიერა თვითმფრინავის გატაცებიდან 30 წლისთავზე, 18 ნოემბერს კანის კინოფესტივალზე იგეგმება.სცენარის ავტორის ჰოლივუდელი სცენარისტი თომას დანია, რომელმაც ფილმისთვის სცენარი დათო ტურაშვილის წიგნის “ჯინსების თაობის” მიხედვით დაწერა და ფილმსაც “ჯინსების თაობა” ჰქვია. ეკრანიზებული “ჯინსების თაობა” ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა. გადაღებები ოქტომბერში დაიწყება.

სცენარის ავტორი, თომას დანი პირადად შეხვდა და ესაუბრა დაღუპული ბიჭების მშობლებს, პილოტს, მგზავრებს, აეროპორტის თანამშრომლებს და მათი მონაყოლისა და დავით ტურაშვილის წიგნის მიხედვით დაწერა სცენარი. თუმცა როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმი დავით ტურაშვილის წიგნისგან განსხვავებული იქნება.

ფილმის გადაღებები ნიუ-იორკში, ბაქოში, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში იგეგმება. “ჯინსების თაობაში” ქართველი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მთავარ როლებს უცხოელი მსახიობები შეასრულებენ. გეგა კობახიძის როლში ჯერემი სანდერსი, თინა ფეტვიაშვილის როლში – აიმი თინგარდენი დაკავდებიან. გამომძიებლის როლს კი ქართველი მსახიობი, დავით ბეშიტაშვილი შეასრულებს. ასევე მონაწილეობენ მსახიობები ჯეისონ ფლემინგი, კენი ჯონსონი და ნევინ მილანი.

ფილმის პრემიერა თვითმფრინავის გატაცებიდან 30 წლისთავზე, 18 ნოემბერს კანის კინოფესტივალზე იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები