LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ახლახან დაამთავრა კოლეჯი ლონდონში, სადაც თავისი ნიჭით მოეწყო… მადლობა ღმერთს, რომ ასეთი შვილი მყავს…“ – ზურა ხაჩიძე „იმედზე“ ქალიშვილის, ანასტასიას შესახებ საუბრობს

116
ზურა ხაჩიძე

ზურა ხაჩიძე „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ თავისი ქალიშვილის, ანასტასია ხაჩიძისა და მამობის შესახებ საუბრობს:

„მამისთვის განსაკუთრებით, გოგო არის სხვა ენერგია, სხვა სითბოს გაძლევს. თავიდან ცოტა გამიჭირდა ამის აღქმა, პატარა ვიყავი, 26 წლის. რა თქმა უნდა, შვილი დიდი პასუხისმგებლობით მივიღე, მაგრამ წლების განმავლობაში შენ თვალწინ რომ იზრდება, შენს ხასიათს ატყობ, შენს გამოხედვას ატყობ, შენ მიმართ ნდობას ატყობ და რაღაცნაირად დაცულად გრძნობს თავს შენთან, ეს გაძლიერებს, როგორც მამას, გზრდის და გაყალიბებს მამაკაცად, სხვა ასაკში შედიხარ, სხვანაირად უყურებ ცხოვრებას. ანასტასიამ მაჩუქა მამობა… თუმცა მანამდე სტარტი იყო ძალიან მაგარი, მანამდე ნინი იყო. 8 წლის იყო, რომ გავიცანი და 9-10 წლიდან ჩემს ხელაშია გაზრდილი.

ანასტასია სხვანაირი ბავშვია, არ უყვარს შოუბიზნესი და ეკრანზე გამოჩენა და არც სურათს მაღებინებს, მაგრამ მადლობა ღმერთს, სწავლობს, ძალიან ნიჭიერი გოგოა. თავის ცხოვრებას თვითონ გეგმავს. ახლახან დაამთავრა კოლეჯი ლონდონში, სადაც თავისი ნიჭით მოეწყო და ახლა სწავლა უნდა გააგრძელოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილი მყავს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g