LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„18 წლის ასაკში გარდამეცვალა დედა, 20 წლის ასაკში – მეუღლე… მეკითხებოდნენ, შენ შავები არ გაცვია? არ გლოვობ?..“ – რას ჰყვება ნანუკა ქარუხნიშვილი „იმედის“ ეთერში

1346
ნანუკა ქარუხნიშვილი

მომღერალი ნანუკა ქარუხნიშვილი ესტუმრა „პრაიმშოუს“, რომელმაც ბულინგის თემაზე დასმულ შეკითხვას გასცა პასუხი. მისი თქმით, პროფესიიდან გამომდინარეც შეხვედრია ბულინგს, მაგრამ ეს ყველაფერი პატარა ასაკიდან გამოუცდია:

„ყველაზე მტკივნეული რაც დამამახსოვრდა, 18 წლის ასაკში გარდამეცვალა დედა. ბავშვობიდან ვარ მხიარული, პოზიტიური, ფერადი… არაერთი ადამიანი შემხვდა, რომელმაც არ იცოდა, რომ დედა გარდამეცვალა და ეს ამბავი რომ გაიგეს: „უი, როდის გარდაგეცვალა? და შავები რომ არ გაცვია? შენ არ გლოვობ?… აბსოლუტურად სხვა ტექსტს ელოდები, რომ გეტყვიან, უი, რა საწყენია, თანადგომასა და მხარდაჭერას ელი. ამ დროს გეუბნებიან, გუშინ სადღაც გნახე, ფერადი ჩაცმულობით და ვერც ვიფიქრებდი, რომ დედა გარდაგეცვალაო. მრავალნაირი ადამიანი არსებობს. ყველას აქვს უფლება, ისე იფიქროს, როგორც სურს და თქვას ის, რაც სურს. მთავარია, ამას როგორ მივიღებთ. პატარა ასაკში მტკივნეულია ასეთი რაღაცის მოსმენა… როგორ ვუპასუხე იმ ადამიანს? რასაც განვიცდი, ეს არის ჩემს შიგნით. ერთი წელი რომც მეცვას შავი, ორი, ათი, როცა გავიხდი შავს, დედა აღარ მეყვარება, შევწყვეტ გლოვას-მეთქი…

მეუღლე რომ დავკარგე, არაერთი ბულინგის მსხვერპლი ვყოფილვარ. 20 წლის ასაკში გარდამეცვალა მეუღლე… ბავშვი მასთან ერთად იჯდა მანქანაში და ბევრი დაზიანება მიიღო. სრულიად მარტო ვზრდიდი მას… როცა ადამიანმა არ იცის, შენს ცხოვრებაში რა მოხდა და რა გაიარე… ბევრი ჭორი მომისმენია ჩემს თავზე… ბევრი არასასიამოვნო ინფორმაცია მომისმენია, რომლის გახსენებაც არ მსურს. ბედნიერი ადამიანი არასდროს გატკენს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები