მაკა შალიკაშვილი „იმედის“ ეთერში საუბრობს თავისი პირადი ცხოვრების, ერთადერთი შვილისა და ყოფილი დედამთილების შესახებ:
„თინათინს ძალიან უყვარს ჩემი სპექტაკლები. ლექსებზე აქვს ცოტა გართულება. არ მწყინს, ეს ბუნებრივი რეაქციაა ბავშვისგან. წლები გავა და მიიღებს. თვითონაც არაჩვეულებრივად კითხულობს. 20 წლის ხდება წელს.
მეუღლე მოვიყვანე ქმრად. მოვიტაცე თავის დროზე. კოლეგაა ჩემი. გყავს შვილი. დღეს უკვე პირველ ქმართანაც, მეორე ქმართანაც, მათ ოჯახებთანაც მაქვს გადასარევი ურთიერთობა. ვართ მეგობრები სულ ყველა, ერთმანეთის… ეს კაბა მაჩუქა ჩემი პირველი ქმრის დედამ, ჩემმა დედამთილმა. მეორემაც რაღაცები მაჩუქა. თავისი გაზრდილი შვილი მაჩუქა… დედამთილებს დედას არ ვეძახდი… ყველა ჩემხელა იყო დაახლოებით…“
