კოკა იმედაძე ია ფარულავას ძმა და ქრისტინე იმედაძის მამაა.
ის აშშ-ში წლებია ცხოვრობს და ლიმუზინით ჰოლივუდის ვარსკვლავებს ატარებს.
მის კლიენტებს შორის არიან შერონ სთოუნი, რონ პერლმანი ანჯელინა და ჯოლი და ბრედ პიტი.
კოკა იმედაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, როგორ უწინასწარმეტყველა პენელოპე კრუსს „ოსკარის“ მიღება:
„პენელოპეს ძალიან ლამაზი კაბა ეცვა და მანქანაში ჩაჯდომა გაუჭირდა, ნერვიულობდა, კაბა მეკუჭებაო. მართლა ძალიან განიცდიდა. ესპანელია, ჩვენსავით ემოციური გოგოა. ვატყობდი, რომ ცოტა ხანში „მაგრად აკრეფდა“ და მინდოდა, ცოტა განმეტვირთა(იცინის). ვუთხარი, გული მიგრძნობს, დღეს „ოსკარი“ უნდა მოიგო-მეთქი და მართლა არ მოიგო?! როგორც კი გარეთ გამოვიდა, გახარებული, „ოსკარით“ ხელში გამოიქცა მანქანისკენ და თან, ჩემს სახელს კიოდა…“