LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

164
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:00-დან 15:12 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

კარგი დღეა ძველი იდეების განხორციელებისა და ახალი გეგმების დასახვისთვის.

თავი შეიკავეთ სხვის საქმეში ჩარევისგან, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას გამოიწვევთ.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა და ზედმეტ წვრილმანებს ჩაძიება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სწავლისა და ცოდნის გასაღრმავებლად, ექსკურსიისა და ლაშქრობის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი მეგობრების შეძენისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ დიაბეტიან პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი, ბეჟი, ასევე ქარვა, მალაქიტი, სერდოლიკი, ბრილიანტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g