უკვე რამდენიმე დღეა გვინეტ პელტროუს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. მედიის ყურადღების ცენტრში განსაკუთრებულად მსახიობის გემოვნებიანი და ძვირად ღირებული „ლუქები“ ხვდება, რომლითაც გვინეტი სასამართლო სხდომებს ესწრება.
„ამაზე ნაკლები ლუქით არ უნდა მიხვიდე სასამართლოში“, „იდეალური დამნაშავე“, „საოცრად გემოვნებიანად აცვია“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, პელტროუს ოფთალმოლოგი, 76 წლის ტერი ანდერსონი უჩივის. მისი თქმით, 2016 წელს, თხილამურებზე სრიალის დროს, გვინეტი მას შეეჯახა და ფიზიკური ზიანი მიაყენა. ის მსახიობისგან ფულად კომპენსაციას, 300 000 დოლარს ითხოვს. პელტროუ კი ყოველივე ამას უარყოფს და პირიქით, მამაკაცს ადანაშაულებს ინციდენტში.
უმაკიაჟო და საოცრად ბუნებრივი – 50 წლის გვინეტ პელტროუს ბარბადოსული არდადეგები