ელექტრონულ სატვირთოს Tesla Semi-ს საშიში დეფექტი აღმოუჩინეს: ავტომობილს ეკრანი ეთიშება. Semi – შედარებით ახალგაზრდა პროექტია. წარმოება მხოლოდ გასული წლის ბოლოს დაიწყო და Tesla ტემპებს საკმაოდ სწრაფად ზრდიდა, მიუხედავად არაერთი დეფექტისა. ეკრანის გაფუჭება სატვირთოს არაერთ პრობლემას შეუქმნის, რადგან ეკრანზე გვერდითი კამერების გამოსახულება გამოდის, დატანილია ისეთი ინფორმაცია როგორიცაა სიჩქარის მონაცემები, ელემენტის მდგომარეობა და ა.შ.
დეფექტის შესახებ Tesla ჯერ-ჯერობით დუმს და მიზეზებსაც არ ასახელებს.
როდესაც Semi-ს მძღოლები პრობლემას ამჩნევენ, გზის გაგრძელებას ვერ რისკავენ და მაშინვე ჩერდებიან.
„მათ არ იციან თუ რა უნდა გააკეთონ, ამიტომ უბრალოდ ჩერდებიან და დახმარებას ელოდებიან“, – ამბობს ანონიმური წყარო.