ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენსავე ხელთაა და თუ ყურადღებით ვიქნებით მოსალოდნელ გართულებებს თავს მარტივად დავაღწევთ. მით უმეტეს ამაში თვითონ ბუნება გვეხმარება. იცოდით თუ არა, რომ 100 გრ. უგემრიელესი, თითქმის ყველასთვის ერთნაირად საყვარელი ხილი გარგარი იმდენი სასარგებლო ნივთიერების მატარებელია, რამდენიც 250 გრ. ღვიძლში ან 1 კგ. ვაშლში შედის. ის მდიდარია კალიუმის მარილებით, რაც შესანიშნავად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. გარდა ამისა, გარგარში ბევრი E-ვიტამინია, რომელიც თვალებისა და კანისთვის არის აუცილებელი.

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობას არეგულირებს და კიბოთი დაავადების რისკს თითქმის 2-ჯერ ამცირებს სოკო. ის მდიდარია ცილებითა და ვიტამინებით. თეთრ გამხმარ სოკოში ცილები 2-ჯერ მეტია, ვიდრე ძროხის ხორცში და 3-ჯერ უფრო მეტი ვიდრე თევზში. მინერალური ნივთიერებების შემცველობით კი სოკო მეტოქეობას ხილსაც უწევს. მასში შემავალი ექსტრაქტოვანი ნივთიერებები კი მადას აღვიძებს. აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, აადვილებს ცხიმიანი და მძიმე საკვების მონელებას.

ასევე სასარგებლოა ატმის კომპოტი, რომელიც კარგია თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების, ასევე გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. თუმცა ფგრთხილად უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ნერვული სისტემა სუსტი აქვს, რადგან ატამი აღგზნებას იწვევს. ასევე, არ არის მისი მიღება კარგი ჭარბწონიანი და დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის.
