აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-ფოთის და თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს.
“ძვირფასო მგზავრებო!
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს, თბილისი-ფოთი-თბილისის და 14, 15, 17 და 18 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დამატებით რეისებს ნიშნავს:
მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში:
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით,
საქართველოს რკინიგზის სალაროებში,
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.