მას შემდეგ, რაც Tesla-მ ახალი ავტომობილის Model 3-ის კონცეპტუალური მოდელი წარადგინა, გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ აშენებულიყო უფრო დიდი ქარხანა, სადაც მასიურად მოხდებოდა უახლესი ავტომობილების დამზადება…
სწორედ ამ მიზნით, კომპანიის მესვეურებმა ნევადას შტატში გიგანტური ქარხანა ააგეს, სადაც იგეგმება, როგორც ახალი ავტომობილების, აგრეთვე ელექტროძრავებისა და სხვა დეტალების დამზადება.
ქარხნის ასაგებად Tesla-მ 50 მილიონი დოლარი დახარჯა. საძირკვეილი 16 მილიონად შეფასდა, ხოლო უახლესი ტექნოლოგიებისგან დამზადებული სახურავი 4,5 მილიონად. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, Tesla მსოფლიოს ცვლილებებისთვის ამზადებს…