LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სწრაფი დრიფტი – Nissan GT-R Nismo გინესის რეკორდსმენია

127

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Nissan GT-R Nismo მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ემზადებოდა. დღეს კი ცნობილი ხდება, რა რეკორდზე იყო საუბარი: GT-R-მა მსოფლიოს ყველაზე სწრაფი დრიფტის რეკორდი დაამყარა.

მსოფლიო საავტომობილო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული და ლეგენდარული ავტომობილი Nissan GT-R კიდევ ერთი რეკორდის მფლობელი გახდა. 1380 ცხენის ძალის მქონე, 4.0 ლიტრიანი, უკანაწამყვანთვლიანი GT-R Nismo Special Tuned 304,96 კმ/სთ სისჩქარით, 30 გრადუსით 30-ჯერ მოცურდა, რაც გინესის ახალი რეკორდი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ”რეკორდმაისტერის” უახლესი ვერსია 2017 წელს გამოჩნდება…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები