კომპანია Mercedes-Benz-მა გაყიდვაში ჩაუშვა ახალი კაბრიოლეტი, რომელიც მომხმარებლების წინაშე S-Class-ის სერიული ნომრით გამოჩნდა. ინფორმაციას ახალი ავტომობილის შესახებ უცხოური პრესა ავრცელებს.
Mercedes-Benz-ის დილერებმა ავტომობილები უკვე წარადგინეს ევროპისა და აზიის ბაზარზე. მისი ინდექსი S500 გახლავთ და მისი ფასი 140ათასი ევროდან იწყება. როგორც ინდექსიდან მივხვდით, კაბრიოლეტის კაპოტქვეშ მოთავსებულია 4,6 ლიტრიანი V8 ტიპის მძლავრი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 455 ცხენის ძალაა.
ავტომობილი 0-დან 100კმ/სთ-მდე სიჩქარეს 4,6 წამში ანვითარებს, ხოლო 100კმ-ზე საშუალოდ 8,5 ლიტრ საწვავს მოიხმარს. მაქსიმალური სიჩქარე კი 250კმ/სთ-ს შეადგენს.
ამასთანავე მოსალოდნელია, რომ გამოჩნდება უფრო მძლავრი მოდელიც, რომელშიც AMG-ს ძრავით იქნება აღჭურვილი. მისი სიმძლავრე 585 ცხენის ძალა იქნება, ხოლო 0-დან 100კმ/სთ-მდე სიჩქარეს 3,9 ანვითარებს, მისი ღირებულება კი 500ათასი ევრო იქნება.