LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რიკოთის მაგისტრალზე სეისმური საშიშროება შეფასებული არ არის.. ეს უნდა შეწყდეს, თორემ ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით” – რაზე წერს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე

314
fot

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რიკოთის მაგისტრალზე სეისმური საშიშროება შეფასებული არ არის, შესაბამისად სეისმოლოგი ადგილზე არსებულ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას და აპირებს თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართოს.

“მოკლედ, რიკოთის მაგისტრალზე, სეისმური საშიშროება შეფასებული არ არის. ისევ, ჩვენი 24 წლის წინანდელი ნაშრომის მიმოხილვაა გადამღერებული. ეს უნდა შეწყდეს, თორემ ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით. შვილებს რაღას ერჩით, ან შვილიშვილებს.

საავტომობილი გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მივმართავ თბილისის მერიას. დავწერ ოფიციალურ წერილსაც. თურქეთის მიწისძვრის შემდეგ, კომპანიებს სეისმური კვლევა დაავალეს. დაფაცურდნენ ეს კომპანიები. ნაწილი გონზე არაა რას ითხოვს ან მერია, ან კანონი. მიწისძვრის სიმძლავრის ხელოვნური დაწევის რამდენიმე შემთხვევა ვნახეთ. აქაც, ფურცლის მიტანაზე დაჰყავთ ყველაფერი. ნაკლები სიმძლავრე, ნაკლები არმატურა და ხარჯი. აი ასე, მოკლე ჭკუით აკეთებენ. წაიღეთ მერე სასამართლოში ჰა, მოსამართლეც ძალიან არ ერკვეოდეს ახლა, ვინ სად და რატომ დაარტყა ბეჭედი ყალბ კვლევას. ინჟინრები (ყველა არა, რა თქმა უნდა)ვერ ერკვევიან გრუნტზე მორგებულ აქსელერეროგრამებში, მოსამართლემ რა უნდა გაარკვიოს”, – წერს თეა გოდოლაძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები