7 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ კაკი ბოლქვაძე და სოფო ბუთურიშვილი სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა თავიანთ თანამშრომლობაზე, ახალ მუსიკალურ ნამუშევარზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მსმენელს სიმღერა „გაზაფხულის მზე“ წარუდგინეს.