LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-ის ორად-ორი შემორჩენილი ეგზემპლარი

10
slr

მას შემდეგ, რაც 1955 წელს რბოლის სცენაზე 300 SLR Uhlenhaut-Coupe გამოვიდა, მისი მხოლოდ 2 მაგალითი შეიქმნა.

კუპემ სახელწოდება Uhlenhaut მას შემდეგ მიიღო, რაც ავტომწარმოებლის სატესტო განყოფილების ხელმძღვანელმა, რუდოლფ ულენჰაუტმა მოდელი კომპანიის მანქანად გამოაცხადა.

ის არსებითად საგზაო ლეგალური სარბოლო მანქანა იყო.

მთელი ამ წლების განმავლობაში ეს ორი მოდელი მერსედესის მზრუნველობაში დარჩა, ისინი ფართო წრეებში მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მანქანებად განიხილებოდნენ.

რა თქმა უნდა, ძვირფასსა და ძვირს შორის დიდი განსხვავებაა. ეს უკანასკნელი მოითხოვს, რომ ვინმემ რეალურად დახარჯოს ის თანხა, რითიც ავტომობილია შეფასებული.

ეს „თანხა“ 6 მაისს „დაიხარჯა“, ავტომობილი 142 მილიონ დოლარად გაიყიდა და დღეს ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მანქანად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები