LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვქონდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ იყო განთავსებული ე.წ. ქოლცენტრი, საიდანაც მიდიოდა კიბერდანაშაული…ინფორმაცია პოლიციას გადავეცით” – ლაშა ფარულავა

170
es-vinaa-.png

ჩვენ გვქონდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ბიზნესცენტრში იყო განთავსებული ე.წ. ქოლცენტრი, საიდანაც მიდიოდა კიბერდანაშაული, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ ქოლცენტრების შესაძლო მუშაობის შესახებ ინფორმაცია პოლიციას თავად მიაწოდა.

„ჩვენ შევატყობინეთ, ქოლცენტრზე სავარაუდო ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის შესახებ ინფორმაცია გადავეცით პოლიციას და როგორც ჩანს, შევიდა პოლიცია. იმედია, საქართველოში აღმოიფხვრება ტრანსნაციონალური კიბერდანაშაული, ვინაიდან ამ ოფისებს სავარაუდოდ ჰყავს მფარველები ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ იყო, რომ სავარაუდოდ ეს ე.წ. ოფისი ჩვეულებრივად ოპერირებდა.

ჩვენ გვქონდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ბიზნესცენტრში იყო განთავსებული ე.წ. ქოლცენტრი, საიდანაც მიდიოდა კიბერდანაშაული, საიდანაც ჰპარავდნენ ევროპის მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგებს. ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა, ეს იყო დასაბუთებული ვარაუდი და ამ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით შევიდა შესაბამისი საგამოძიებო უწყებები”, – აცხადებს ლაშა ფარულავა.

ვიდეო: ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები მუშაობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g