Wizz Air-ის თანადამფუძნებელმა იოსიფ ვარადიმ, საქართველოს ელჩს, თამარ ლილუაშვილს უმასპინძლა. ინფორმაციას უნგრეთში საქართველოს საელჩო აქვეყნებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ 5 ახალი მიმართულების დამატების შესახებ ისაუბრეს.
„შეხვედრა დადებით ატმოსფეროში შედგა, სადაც მხარეებმა ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ 5 ახალი მიმართულების დამატების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და კომპანია Wizz Air-ს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.