LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, მიმდებარე ქუჩებზე საცობებია

35

რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, მიმდებარე ქუჩებზე საცობებია შექმნილი. ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია როგორც დედაქალაქის ცენტრალური გამზირის მიმდებარე ქუჩებზე, ისე ვარაზისხევსა და ელბაქიძის აღმართზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოძრაობის დარეგულირებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ.
”ყველა ქუჩაზე, სადაც მოძრაობა შეფერხებულია, მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ქვეითები, რომლებიც მაქსიმალურად არეგულირებენ მოძრაობას”.

დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების გამო შეიზღუდა.

შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 00:30 საათიდან დაიკეტა თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი. მოძრაობა ასევე შეიზღუდა რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე, კერძოდ ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.

უწყების განმარტებით, ავტომანქანები მოძრაობენ შემოვლითი გზით – თაბუკაშვილისა და ჭონქაძის ქუჩებზე.

ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები