LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება ჩინეთის გიგანტური საცობი

china

ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც ვეტმფრენიდანაა გადაღებული და მასზე გუანდუნის პროვინციაა ასახული. კადრები ჩინურ ახალ წელს ემთხვევა და გზაზე რამდენიმე კილომეტრის სიგრძის საცობიც სწორედ დღესასწაულს უკავშირდება.

ოფიციალური მონაცემებით, პროვინციაში 110 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ გადატვირთული გზა მათთვის უჩვეულო სულაც არ არის. ამასთან, დღესასწაულისთვის დასახლებას ათობით ტურისტიც ესტუმრა და როგორც საიტი Xinhua იუწყება, მთლიანობაში გუანდუნში 415 მილიონამდე ადამიანი იყო თავმოყრილი.

2018 წელს ჩინეთში 27,5 მილიონი ავტომობილი გაიყიდა. ყველაზე პოპულარულ მწარმოებლებს შორის კი Volkswagen (3 172 080), Honda (1 452 451) და Geely (1 385 185 ავტომობილი) იყვნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები