LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი, კიდევ უფრო გასაოცარი BMW X6 M

97

ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ G-Power-მა წარმოადგინა სუპერ ავტომობილი სახელწოდებით – X6 M Typhoon. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, გასაოცარი ქროსოვერი BMW X6 M-ის ბაზაზე იქნება აგებული. ავტომობილს აქვს გამონაბოლქვისთვის განკუთვნილი ნახშირბადის დიფუზიური ტიტანის სისტემის ოთხი მილი. გარდა ამისა, ეს მოდელი გამოირჩევა რეგულირებადი შეჩერების ფუნქციითა და 23 დიუმიანი ალუმინის დისკებით. მოდელს აქვს მკვეთრად გაუმჯობესებული მახასიათებლები, იგი აღჭურვილია ვენტილირებული ნახშირბადის ბოჭკოვანი ჭერით. X6 M-ის სიმძლავრე განპირობებულია მისი ძრავით, რომელიც 4.4 ლიტრიანი V8 ტიპისაა და რომლითაც ასევე აღჭურვილი იყო M5 და კიდევ უფრო პრაქტიკული X5 M ზემოთნახსენები M6. სიმძლავრის განსაზღვრისას, არ უნდა დავივიწყოთ რვა ცილიდრი, რომელიც 567 ცხენის ძალის სიმძლავრისაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები