LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია გედენიძე: „ჩვენ ეს შევძელით! აღარავინ დაისჯება უსამართლოდ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის! გილოცავთ გამარჯვების დროშის ფრიალს!“

162
fot (1)

საქალაქო სასამართლომ საქართველოს პროკურატურას ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ფოტოგრაფი, ნათია გედენიძე და წერს:

ჩვენ ეს შევძელით!

იმიტომ რომ:

⚠️ სიმართლე, რომელიც თავის მხრივ მწარეცაა, თავს ვერ დამალავს და ვერ მოექცევა ჩარჩოებში!

? სიმართლეს ჰყავს თავისი მიმდევრები, ვისაც სწამს და სჯერა!

ჩვენს გარშემო არის ხალხის დიდი არმია, ვინც გვიცნობს და სწამს ჩვენი შესაძლებლობების და არიან ისეთებიც, ვისაც ჩვენ არც ვიცნობთ და თავისი სურვილით გვიჭერენ მხარს!

? ცალკე სათქმელია ადვოკატის როლი. აქ უკვე დავკონკრეტდები, რომ იყვნენ ისეთებიც, ვინც საქმის წასაკითხად სოლიდურ ანაზღაურებას ითხოვდა და აღმოჩნდა, რომ უანგარო გულშემატკივრობას და პროფესიონალიზმს ასეთი შედეგებით აერთიანებს Amiran Giguashvili. მისი სწორად წარმართული პროცესებია ის, რა შედეგიც დადგა. ოთხივეს სახელით მადლობა მას.

? და ბოლოს!

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მანკიერი რეჟიმი საბოლოოდ დასრულებულია, ქვეყანაში სამართალიანობა აღდგენილია!

? აღარავინ დაისჯება უსამართლოდ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის!

Irakli Gedenidze Giorgi Abdaladze Zurab Kurtsikidze გილოცავთ გამარჯვების დროშის ფრიალს!✊

ნათია- თქვენი ,,დამხმარე” და მეგობარი,“ – წერს ნათია გედენიძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გაშუქებასთან დაკავშირებით ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქართველოს პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

როგორც ფოტორეპორტიორმა ნათია გედენიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია. მისივე თქმით, მსგავს მუხლზე საქართველოში მორალური ზიანის ანაზღაურების პრაქტიკა ჯერ არ ყოფილა.

„ჩვენ შეტანილი გვქონდა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და გუშინ საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს პროკურატურას დაეკისრა წინა რეჟიმის მიერ დარღვეული დანაშაულებებისთვის ჩვენთვის მორალური ზიანის ანაზღაურება. მინდა განვმარტო, რომ სამწუხაროდ, დღევანდელ პროკურატურას უწევს გადაიხადოს ვალები იმისთვის, თუ რა რეჟიმში მუშაობდა მაშინდელი პროკურატურა. განვმარტავ, რომ პროკურატურამ 2016 წელს ხელახალი გამოძიება დაიწყო და ამის შედეგად დადგა ჩვენი გამამართლებელი განაჩენი. ამ მხრივ, ჩვენი რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო და გუშინ სასიხარულო გადაწყვეტილებით დასრულდა. აქ არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ციფრებს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში. ეს არის პირველად, როცა არ არსებობდა არანაირი მექანიზმი, შაბლონი, ქეისი, არანაირი მსგავსი, მორალური ზიანი არ ანაზღაურებულა. მით უმეტეს, ასეთი მუხლით, რომელიც ჩვენ მიმართ იყო წარდგენილი. ძალიან დიდი მადლობა ამ გადაწყვეტილებისთვის და ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ სამართალი ყოველთვის იზეიმებდა. ეს შედეგი ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს და ამას ხმამაღლა ვაცხადებთ, ყველგან ვიტყვით, რომ სამართალი ყოველთვის იზეიმებს იქ, სადაც ტრიალებს სიმართლე“, – განაცხადა ნათია გედენიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წელს ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით დამნაშავედ ცნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g