რესპუბლიკის მოედანზე აქცია მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორია მოძრაობა “აი უცნობი”. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერაა.
ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქცია აპოლიტიკურია და პოლარიზაციასთან, ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების რისკებთან და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, საზოგადოების წუხილს გამოხატავს.
აქციის შემდეგ, ორგანიზატორები რეზიუმეს სახით, საზოგადოებრივი აზრის შესახებ წერილს მოამზადებენ.
„ის, რომ ვიღაცამ სადღაც შეიძლება, აქცია გააკეთოს, აქ რადიკალურ ნარატივს ვგულისხმობ და ამით შემდეგ ეს მონათლონ სრულიად საქართველოს პოზიციად, სამარცხვინოა. აქედან გამომდინარე, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, დაეანონსებინა ეს აქცია, რაც ძალიან კარგია.
შევირკიბეთ, გავცვლით აზრებს, გამოვხატავთ ჩვენ დამოუკიდებლობას, რადგან საქართველო ჩვენ გვეკუთვნის, მოსახლეობას“,- განაცხადა აქციის მონაწილე ზურაბ ქადაგიძემ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოს დროშა.
რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულია სპეციალურად მოწყობილი სცენა და მონიტორი, სადაც მანამდე, ადგილზე შეკრებილები საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” თამაშს უყურებდნენ.
საპროტესტო აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ამჟამად ადგილზე შეკრებილებს სიტყვით აქციის ორგანიზატორები მიმართავენ.
ფოტო აქციიდან: დაჩი ცაგურია