LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვოსორიდიტს” არ აქვს ჯანმოს აღიარება” – თამარ გაბუნია

136
გაბუნია

„ვოსორიდიტს” არ აქვს ჯანმოს აღიარება, –  აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მედიკამენტის გამოყენების პროცესს სჭირდება დაკვირვება, გვერდითი მოვლენების მონიტორინგი, გრძელვადიანი შედეგების შეფასება და ა.შ.

„ამ მედიკამენტს არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, თუმცა ეს ფაქტორი შესაძლებელია ექსპერტული დახმარებით დავძლიოთ და მედიკამენტს უფრო ადრე მივცეთ ქვეყანაში დანერგვის შესაძლებლობა, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ რეკომენდაციას გასცემს. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 7 ქვეყანაა, რომელიც მედიკამენტს ამ ეტაპზე იყენებს.

დანარჩენი 20 ქვეყანა ჩვენს პოზიციაზეა. ამერიკის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია არის დაჩქარებული წესით ავტორიზაცია, რომელიც ნიშნავს იმას, რომ მედიკამენტს სრული კვლევებისთვის განკუთვნილი სრული ციკლი არ გაუვლია, ამიტომ გამოყენების პროცესს სჭირდება დაკვირვება, გვერდითი მოვლენების მონიტორინგი, გრძელვადიანი შედეგების შეფასება და ა.შ.”, – საუბრობს თამარ გაბუნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები