LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია თუ ესპანეთი: ვის გულშემატკივრობენ ქართველები

18

ევროპის ჩემპიონატმა ეკვატორი გადალახა და კაი გვარიანად გახურდა. პლეი-ოფები დაიწყო და ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ გველის.

ეისითიმ ჩემპიონატის დაწყებამდე ონლაინ კვლევა ჩაატარა იმის გასარკვევად, თბილისის მოსახლეობის რა ნაწილი აპირებდა ფეხბურთის ყურებას, ვის გულშემატკივრობდნენ და რა პროგნოზებს აკეთებდნენ.

თბილისელი ქალბატონების 73%, ხოლო მამაკაცების 90% გეგმავდა ევრო 2016-ის ყურებას. ყველაზე ბევრი გულშემატკივარი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიას აღმოაჩნდა – 29%, რომელსაც თითქმის არაფრით ჩამორჩა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი – 28%. სამაგიეროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი მანდილოსნების ყველაზე დიდი ნაწილი (43%) სწორედ ესპანელ ბიჭებს ქომაგობს.

რაც შეეხება პროგნოზებს, გამოკითხულთა მესამედზე მეტს (38%) მიაჩნდა, რომ გამარჯვებული გერმანია გახდება. მასპინძელი საფრანგეთისგან ჩემპიონობას მხოლოდ მეათედი ელის, არადა საბუქმეკერო კანტორები სწორედ სამფეროვანთა ჩემპიონობას ვარაუდობენ.

ჩვენ გულშემატკივრებს ჯერათ კრიშტიანო რონალდოსიც. 36%-მა თქვა, რომ ბომბარდირი პორტუგალიელი სუპერფორვარდი გახდებოდა. რონალდოს ამის შანსი ჯერ არ დაუკარგავს, მის ანგარიშზე ორი გოლია, მისი პორტუგალია კი მეოთხედფინალში გავიდა და ბრძოლას განაგრძობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები