LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია ქვეყანაში არ ხდება – არასდროს მითქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერი ვარ, მე ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვარ“ – ღარიბაშვილი

142
ირაკლი ღარიბაშვილი

„არასდროს მითქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლება არ დაუშვებს უმცირესობაზე ძალადობას და ასევე, არ დაუშვებს უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას ქართველი ხალხის უმრავლესობაზე.

ღარიბაშვილის თქმით, ეს უფლებები კონსტიტუციითაა გარანტირებული.

„უფრო მეტიც, ჩვენ კანონით გავამყარეთ ეს ყველაფერი და არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ქვეყანაში. მაგრამ მე ვთქვი მთავარი, ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის დაახლოებით, 90% იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახური ფასეულობების და ღირებულებების, რომლითაც დღემდე მოვედით, ეს არის ქრისტიანული ფასეულობები, ეს არის ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები.

მე გისვამთ კითხვას – თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყანაში, იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით?!

ღუდუშაური: დიახ, დედა ნამდვილად დედაა, მამა ნამდვილად მამაა და თუ ეს ძალადობის წახალისებაა, ნებისმიერს გიწვევთ და გაგცემთ პასუხს.. პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო სანიმუშო

ეს არის პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარც ვსაუბრობ. ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ.“ – განაცხადა პრემიერმა.

 

 

mazda magti 5g