LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგიტანეთ სიმღერა, რომელიც  ჩემი ძმის, გიორგის იყო… ახლა ბევრი ლამაზი სიმღერის ჩაწერას ვაპირებ“ – ელენე ფოჩხუა პრემიერით „არ დაიდარდოში“

9
ელენე-ფოჩხუა

5 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ელენე ფოჩხუა სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ყველაფერი გამოვა“ პრემიერა შედგა. მომღერალმა 2 ახალი ნამუშევარიც დააანონსა.

ელენე, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

დღეს მოგიტანეთ სიმღერა, „ყველაფერი გამოვა“, რომელიც  ჩემი ძმის, გიორგის იყო და რომელიც მას მაიკო კაჭკაჭიშვილმა დაუწერა. ახლა ეს სიმღერა განვაახლეთ, ჩაიწერა გიგა კუხიანიძის სტუდიაში, არანჟირების ავტორი კობა მესხიაა. სიმღერის ტექსტი ქალბატონ ნანა ცინცაძეს ეკუთვნის.

როგორც ვიცი, დიდი ხანი გეგმავდი ამ სიმღერის გაკეთებას…

კი, სულ მინდოდა და ახლა გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა.

სხვა ახალ სიმღერებზე თუ მუშაობ?

ახლა ბევრი კარგი, ლამაზი სიმღერის ჩაწერას ვაპირებ. 2 აუცილებლად ცოტა უფრო მხიარული იქნება.

არის თუ არა დაგეგმილი გარკვეული ღონისძიებები?

ჯერჯერობით მხოლოდ 26 მაისი, მიწევს სამეგრელოში ჩასვლა და ძალიან მიხარია.

ახალ სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღებას თუ აპირებ?

იყო ამაზე საუბარი და ვნახოთ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, რომ აუცილებლად უნდა გადავიღო. გეგმები ძალიან ბევრი მაქვს, მთავარია, როგორ განვახორციელებ.

რამდენად გაგიხარდება, თუ შენი შვილები შენს გზას, პროფესიას გაჰყვებიან?

ეს მარტივი არ არის და მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მცირეა ამის ბაზა, მაგრამ გამიხარდება, თუ კი ამ საქმის მართლა პროფესიონალები იქნებიან. ის, რომ ძალით წავიყვანო სტუდიაში, დავაყენო, ხმები გავუსწორო, არ მინდა და მგონი, რომ არც თვითონ მოინდომებენ. თუ ექნებათ მონაცემები, რა თქმა უნდა, ვერცერთს დავუშლი. რა პროფესიასაც აირჩევენ, ყველაფერში გვერდში დავუდგები.

 

ელენე ფოჩხუა – ყველაფერი გამოვა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები