LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვარადონას მისვლამდე: როგორ აღნიშნავდა ნაპოლი პირველ ჩემპიონობას

122
6576

1987 წლის 10 მაისი – დღე, როდესაც ნეაპოლი გაბედნიერდა. იმდენად, რამდენადაც არასოდეს ფეხბურთის გამო.

სწორედ ამ დღეს გაირკვა, რომ „ნაპოლის“ ვეღარ მისწვებოდა „იუვენტუსი“, „ინტერი“ და ვერც ვერავინ.

ამ დღეს „ნაპოლიმ“ შინ ფრედ ითამაშა „ფიორენტინასთან“. ის გოლი რობერტო ბაჯომ გაუტანა.

მარადონამ ვერ გაიტანა.

ის ხარობდა ანდრეა კარნევალეს გოლით.

შემდეგ კი ზეიმობდა სკუდეტოს – ყველასთან ერთად არენაზე, რომელსაც წლების შემდეგ მის სახელს უწოდებენ.

პირველი გვერდები ოკუპირებულია.

ქალაქის ქუჩებიც.

ნეაპოლელთა ბედნიერება უსაზღვროა.

ქანდაკებების გადაკეთება ეტყობა ძველი ტრენდია.

ამ მანქანას წინ ვეღარ წასწევ.

აი „ნაპოლი“ კი წაიწია – ოქრო სამ წელიწადში ისევ მოიგო. აი 1990 წლისა და მარადონას შემდეგ კი 33-წლიანი ლოდინი დასჭირდა… კვარადონას მისვლამდე!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები