LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე“ – დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

203
GenericHero_1168x606-1527852105-1024x531

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებები რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ძალაში შევიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, პარლამენტთან 19 საათზე, აქცია „უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე“ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ჩვენ არ გვაქვს უფლება შევეგუოთ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას.

მათი განმარტებით, თუ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო საქართველოს აეროპორტს სანქცია დაუწესდება, ადამიანები ვეღარ შეძლებენ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას.

„ძვირფასო მეგობრებო და თანამოქალაქენო!

საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება

– ქართველი მეომრები იბრძვიან უკრაინელების მხარდამხარ და სიცოცხლეს წირავენ საქართველოს და უკრაინის თავისუფლებას.

– უკრაინაში დაფრინავენ რუსული რაკეტები, ანადგურებენ ქალაქებს და მშვიდობიან მოსახლეობას.

– უკრაინელი ხალხი საკუთარი სისხლის ფასად იცავს თითოეულ გოჯ მიწას და მედგარ წინააღმდეგობას უწევს დამპყრობელს.

ყოველივე ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლება აპირებს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას.

როგორ შეგეხებათ პირდაპირი ფრენების აღდგენა თქვენ – მოქალაქეებს.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთს, მათ შორის სატრანსპორტო შეზღუდვების, მიმართულებით კერძოდ

1. რუსული ავიახაზებისა და რუსეთში რეგისტრირებული თვითმფრინავებისთვის დაიკეტა ევროკავშირის საჰაერო სივრცე;

2. შეიზღუდა ევროკავშირიდან რუსეთში მათ შორის საჰაერო, ტექნიკის სათადარიგო ნაწილების და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების ექსპორტი;

3. რუსულ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ოპერატორებს შეეზღუდათ ევროკავშირში საქმიანობა.

– სანქცირებული კომპანიების საჰაერო ხომალდების მიღება და ამ კომპანიებთან თანამშრომლობა გამოიწვევს საქართველოს ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და თავად ქვეყნის დასანქცირებას – ანუ იგივე რეჟიმში მოქცევას.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ:

– თქვენ ვეღარ შეძლებთ გაფრინდეთ ევროპულ ქვეყნებში, რადგან საქართველოს აეროპორტიც მოექცევა სანქციების ქვეშ.

– ავიაკომპანიები, რომლებიც ოპერირებას განახორციელებენ საქართველოში – ვეღარ მიიღებენ საჰაერო ტექნიკის სათადარიგო ნაწილებს.

დასანქცირებული ქვეყანა ავტომატურად ნიშნავს უარს კანდიდატის სტატუსზე !!!

ჩვენ არ გვაქვს უფლება შევეგუოთ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას.

ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ევროპაში და არა რუსეთში. მაისის სამოქალაქო მოძრაობა მოგიწოდებთ ყველას, შევიკრიბოთ ხვალ, 15 მაისს 19:00-ზე პარლამენტის უკანა ეზოში და ერთად შევეწინააღმდეგოთ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას“, – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები