LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პურის ბურახის ბაქტერიოციდული თვისებები

115
ბურახი

პურის ბურახი მდიდარია B-ვიტამინის კომპლექსით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, ცილებით, ნახშირწყლებით. მასში შედის 10 სახეობის ამინომჟამავა და სასარგებლო რძის მჟავა. ბურახს, გარდა იმისა, რომ წყურვილს კლავს, აქვს კვებითი, მატონიზირებელი და ბაქტერიოციდული თვისებაც. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზაციას და სასიკეთოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ბურახს, ჩვენი წინაპრები, უძველესი დროიდან იყენებდნენ, როგორც შარდმდენ და საფაღარათო საშუალებას. ის აგრეთვე სასარგებლოა ნაწლავების ფუნქციის მოშლილობის დროს.


პურის ბურახის ძირითადი კომპონენტებია: პური, საფუარი და შაქარი, თუმცა მის დასამზადებლად გამოყენებული ინგრედიენტები გაცილებით მეტია. მაგალითად: ქერის ან ჭვავის ალაოს, წიწიბურისა და ჭვავის ფქვილი, ქონდარი, თაფლი, კვლიავი, პიტნა, დარიჩინი, ღვია, სვია, ჭარხალი, ქიშმიში, კენკრა და ხილი. ამიტომ, პურის ბურახის დამზადების რამდენიმე რეცეპტი არსებობს და ყოველი მათგანი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.


ვენური პათოლოგიების საწყის საფეხურზე საჭიროა მედიკამენტოზური თერაპია, ფლებოპროტექტორები, სპეციალური ვარჯიშები და კომპრესული ტანსაცმლის ტარება და პურის ბურახის მიღება. არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანების დროს ხდება ათეროსკლეროზის ზოგადი მკურნალობა, ლიპიდური ცვლის კორექცია დიეტით და მედიკამენტებით. ამ დროს ავადმყოფს ეკრძალება ნიკოტინის მოხმარება. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ავადმყოფის მდგომარეობას აუმჯობესებს და დაავადების პროგესირებას აფერხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები