კრიშტიანო რონალდომ კონორ მაკგრეგორი ბრძოლაში გამოიწვია.
ეს ის უხერხული მომენტია, როდესაც ფეხბურთელს უკეთესი პრესი აქვს, ვიდრე პროფესიონალ მებრძოლს.
რონალდო ლას ვეგასში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის კონორ მაკგრეგორის ვარჯიშს დაესწრო. ”ჩემმა ძმამ და მეგობარმა რონალდომ სპორტდარბაზში შემომიარა. ის უბრალოდ მხეცია. მადლობა კრიშტიანო, წარმატებები. გაისად გელოდები ”ფორბსის” რეიტინგის პირველ ადგილზე”, – დაწერა მაკგრეგორმა.
UFC-ის ჩემპიონმა საშუალო წონით კატეგორიაში კონორ მაკგრეგორმა 19 ორთაბრძოლა მოიგო (17 ნოკაუტით) და სამი წააგო.