ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ხშირად ირგებს ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ ულამაზეს ტანისამოსს. ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის სცენაზე ნუცას თაკო მექვაბიძის, დემნა გვასალიას და სხვა ცნობილი ქართველი დიზაინერის კაბები ჰქონდა მორგებული.
ვიდეო: რომელი ქართველი დიზაინერის კაბა აცვია ნუცა ბუზალაძეს
ამჯერად ნუცა Instagram-ზე ფოტოსესიიდან გვიზიარებს კადრებს, სადაც ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის და ლაშა ჯოხაძის კაბები აქვს მორგებული.
ფოტო: ულამაზესი შავი კაბა და რუჯი – ნუცა ბუზალაძემ კვლავ ქართული ბრენდი მოირგო
ნუცა ბუზალაძემ ფოტოსესიაზე მონიშნა თათა ქართველიშვილი, რომელიც ლოს-ანჯელესში მოდის PR სააგენტოს და კომპანიის ქართველი დამფუძნებელია და მსოფლიოს ქართულ ბრენდებს და საქართველოს აცნობს.