LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკუნა გოჩიაშვილი: პრემიერმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის უზრუნველყოფაზე

142
fot (3)

იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად დაემატა.

დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი.

როგორც გოჩიაშვილი წერს, პრემიერ-მინისტრის განკარგულება ნიშნავს, რომ სახელმწიფო აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებზე პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას იღებს, რაც წამლის გარდა, სხვა ყველა საჭირო პროცედურასა თუ თერაპიას გულისხმობს.

„ბევრმა მომწერა და მკითხა, ნიშნავს თუ არა პრემიერის ხელმოწერა იმას, რომ წამალი „დაიდოო“.

პრემიერმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის უზრუნველყოფაზე. ეს გულისხმობს წამლის გარდა სხვა, ყველა საჭირო პროცედურასა თუ თერაპიას. აქამდე აქონდროპლაზია არ შედიოდა ამ სიაში სხვა იშვიათი დაავადებებისგან განსხვავებით.

წამალი „დაიდება“, როცა პროტოკოლი დასრულდება მაისის ბოლოს და შემდეგ ოფიციალურად დამტკიცდება რამდენიმე დღეში. პროტოკოლის ჩონჩხი კი მზად აქვთ და წინა საბჭოზე გავეცანით. მის საბოლოო ვერსიას უკვე შემდეგ საბჭოზე გავეცნობით და „დაგააფდეითებთ“, რამდენად მისაღები იქნება ჩვენთვის. იქიდან გამომდინარე, რაც შიდა საუბრებში ჟღერდება, არ გვაქვს იმის საფუძველი, ვიეჭვოთ, რომ პროტოკოლში „ვოსორიტიდს“ არ გაითვალისწინებენ, მაგრამ მაინც დაველოდოთ პროტოკოლს,“ – წერს მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g