LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ­დენ­წლი­ა­ნი შრო­მა და­ფას­და“ – ქართველი გოგონა, რომლის სახელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ კონტეინერმზიდ გემს დაარქვეს

356
გემი

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდ­ სა­კონ­ტე­ი­ნე­რო გემ­ს ქარ­თვე­ლი გოგონას სა­ხე­ლი ჰქვია. MSC Irina – გემმა, რომელიც ლი­ბე­რი­ის დრო­შის ქვეშ და­ცუ­რავს, ოპერირება ცოტა ხნის წინ დაიწყო. Ambebi.ge-ის ინფორმაციით, ეს არის პირ­ვე­ლი, ექ­ვსი ულტრა დიდი გე­მი­დან, რო­მე­ლიც ჩი­ნურ­მა Jiangsu Yangzijiang Shipbuilding Group -მა კომ­პა­ნია MSC- Mediterranean Shipping Company-ს (მე­დი­ტე­რა­ნი­ან ში­პინგ კომ­პა­ნი) დაკ­ვე­თით აა­შე­ნა. ამ­ჟა­მად MSC Irina ყვე­ლა­ზე დიდი კონ­ტე­ი­ნერმ­ზი­დია მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­საც 24,300 TEU -ზე მეტი კონ­ტე­ი­ნე­რის გა­და­ზიდ­ვა შე­უძ­ლია.

MSC სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლი წე­ლია კომ­პა­ნია MSC Georgia-ს სა­ხით ოპე­რი­რებს, რომ­ლის პარტნი­ო­რი და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი ჯე­მალ ინა­იშ­ვი­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­ფა­სე­ბის მიზ­ნით, კომ­პა­ნი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ახა­ლა­შე­ნე­ბულ გემს, ჯე­მალ ინა­იშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის, ირი­ნას სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა.

„ეს MSC-ის ტრა­დი­ცი­აა – როცა პარტნი­ო­რებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, ასა­ჩუქ­რე­ბენ და ნე­ბას აძ­ლე­ვენ გემს სა­ხე­ლი თა­ვად და­არ­ქვან. ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვია. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ­დენ­წლი­ა­ნი შრო­მა და­ფას­და. გე­მის­თვის ჩემი სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა იმას ნიშ­ნავს, რომ მათ­თვის ჩვენ­თან პარტნი­ო­რო­ბა ნამ­დვი­ლად ღი­რე­ბუ­ლია“, – განუცხადა ირი­ნამ Ambebi.ge-ს.

MSC (Mediterranean Shipping Company S.A.) მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი სა­კონ­ტე­ი­ნე­რო სა­ზღვაო კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს 155 ქვე­ყა­ნა­ში 675 ოფი­სი აქვს.

შეგახსენებთ, ჯე­მალ ინა­იშ­ვილი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აჭა­რა­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ს იკავებდა. 2004-2005 წლებ­ში ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი იყო. 2005-2008 წლებ­ში კი – სა­ქარ­თვე­ლოს მე-6 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი წევ­რი. ინაიშვილი პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის პოსტსაც იკავებდა.

 

წყარო: Ambebi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g