რევოლუცია იქნება თუ რაც იქნება, მიიღებთ აბა რას იზამთ. რას ჰქვია ქვეყანას მართმევთ და რუსეთის ორბიტაზე გინდათ გადაყვანა,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თაკო ჩარკვიანმა „ქართული ოცნების“ წევრებს „რუსეთის მონები“ უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე გადაყვანას ცდილობს.
„რადიკალები ხართ თქვენ, ვინც კონსტიტუციას არღვევთ. ვინც ბედავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სანაცვლოდ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება შესთავაზოს. რევოლუცია იქნება თუ რაც იქნება, მიიღებთ აბა რას იზამთ. რას ჰქვია ქვეყანას მართმევთ და რუსეთის ორბიტაზე გინდათ გადაყვანა. აგიჩემებიათ ეს 11 წელი.
მოსულები ხართ აქ, რა გირგვლიანი, სად იყო ოხანაშვილი, მე რომ გირგვლიანის გამო ქუჩაში ვიდექი? ეს უკვე საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეხება. რევოლუცია მინდა? აბა მანდ გაგაჩერებთ თქვენ? დამოუკიდებლობას წაგართმევინებთ? როგორ გეკადრებათ! ქუჩაში დავდგებით და უბედურება თქვენს კისერზე იქნება. სისხლს დაღვრის ქართველი ხალხი და დამოუკიდებლობას არ დატოვებს, არ იცით ეს? თუ სუბარის ჭკუაზე უნდა იყოთ? მაინტერესებს..
ინდაური რომ გვყავს გაშვებული თავის დროზე მის ეზოში იმიტომ, რომ კარგი უფლებადამცველი ვერ იყო ზუსტად გირგვლიანის დროს, სანამ „ჭკუაზე მოვიდოდა“. ჩვენს თვალწინ გაიარა გირგვლიანის თემამ. სააკაშვილს არ უთქვამს, წაიყვანეთ ოქროყანაში და მოკალითო.
ბრმები არ ვართ, კარგად ვიცით, სტრასბურგში რაც ხდებოდა და რაც წერია. მართლა არანორმალურებად ხომ არ იქეცით იმიტომ, რომ რუსეთის მონები ხართ აქ, შემირცხვენია თქვენი ქართველობა. რას ჰქვია სიტყვა „რევოლუციის“ მეშინია. აბა დამოუკიდებლობაზე რომ იქნება ლაპარაკი, თქვენმა მზემ, მანდ გაგაჩერებთ ზუსტად“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.