LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სალოტბარო სკოლების გაცვლით პროგრამას 1-3 ივნისს გამართავს

144
ფოლკლორის ცენტრი

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების გაცვლითი პროგრამა ლენტეხში 1-2-3 ივნისს გაიმართება. პროექტში მონაწილეობს: ლენტეხის, გორის, საჩხერის სალოტბარო სკოლებისა და ,,ფოლკლორის სახლის“ (თუშები) 120 ბავშვი, რომელთა ასაკი განსაზღვრულია 10-დან 18 წლამდე. ჩართულები არიან სკოლების ლოტბარ-რეგენტები, მშობლები, მოხალისე-ლიდერები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია, ოსტატები, ანსამბლები…

1 ივნისს – ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღეს – სვანი, იმერელი, თუში და ქართლელი ბავშვები ერთად აღნიშნავენ!

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2015 წლიდან სხვადასხვა ქალაქებში 30 სალოტბარო სკოლა დააარსა. ცენტრმა უკვე განახორციელა ოზურგეთი-წალენჯიხისა და გორი-ლენტეხის გაცვლითი პროგრამები.

პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

სამი დღის განრიგი

პირველი დღე – სკოლების ჩამოსვლა; ლენტეხელი ბავშვებისა და მშობლების დახვედრა; სამუშაო სივრცის დათვალიერება, სახლებში დაბინავება; გუნდებში ბავშვების გადანაწილება; გაცნობითი თამაშები; ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მსვლელობა, სკოლების პრეზენტაცია; დღის შეჯამება, ოჯახებში დაბრუნება.

მეორე დღე – ვარჯიში, ფერხულების შესწავლა ადგილობრივი ანსამბლების დახმარებით – ავთო მუკბანიანი, გულადი ლიპარტელიანი – ლილე; დავით მუკბანიანი, ვახტანგ მუკბანიანი – მიჟე-ნარი; ბესო გაბიანი – ლაშხეთი; ბეთქილ გვიჭიანი, ზვიად მუსელიანი – ლაგუშედა; გუნდის დრო; ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერება, მასპინძელი – ინგა ონიანი; შეხვედრა ადგილობრივ ოსტატებთან – მალვინა მუკბანიანთან და ეთერ ლიპარტელიანთან; მჟავე წყლის კომპლექსის მონახულება; ლენტეხის მერის – გია ონიანის მისალმება; ფერხულის ჩაბმა, უსინათლო ლოტბართან – გიორგი მუკბანიანთან შეხვედრა; კვება; სპორტული ღონისძიებები ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით; ლოტბარის საათი – ქართლური, თუშური, იმერული და სვანური სიმღერის შესწავლა გუნდებში; ლოტბარების პრეზენტაცია; განტვირთვა; ოჯახებში დაბრუნება.

მესამე დღე – სოფელი თეკალი, ადგილობრივი ოსტატების – მუკბანიანების ოჯახში სტუმრობა; სვანური ტრადიციული საკრავების დამზადების, ხეზე კვეთისა და ქვის წყობის ტრადიციის გაცნობა; სოფელი თეკალი, ადგილობრივ ანსამბლებთან – მიჟე ნართან და ლაშხეთის ბავშვთა მგალობელ გუნდთან შეხვედრა; ერთობლივი კონცერტი; IX-X საუკუნეების ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესიის მონახულება; კურორტი მუაში; კვება; გამგზავრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g