თბილისში, „კაზინო აჭარაში“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „ფორტუნას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კომპანიიდან კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტები ამოიღეს.