LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიტნეს-მწვრთნელების როლი იდეალური წონის მისაღებად

26
ფიტნესი

რას გვირჩევენ ჰოლივუდის აღიარებული, ძვირადღირებული ფიტნეს-მწვრთნელები და ვინ არიან ისინი, ვინც ცნობილი ადამიანების და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების განუმეორებელ დახვეწილ ფორმებს და იდეალურ ფიგურებს ქმნიან. ივარჯიშეთ თავდაუზოგავად და ნუ გაანებივრებთ საკუთარ თავს საყვარელი საჭმლით – ეს არის ცნობილი მწვრთნელის ჰარლის მთავარი რჩევა. მისი მიზანია საკუთარი კლიენტებისგან იდეალური ფორმის გამოძერწვა. ჰოლივუდის ვარსკვლავებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ფიტნეს-სისტემითა და თან დართული ჯანსაღი დიეტის საშუალებით წინ საუკეთესო შედეგი ელოდათ.

ვარჯიშში მთავარია არა დახარჯული დრო, არამედ ინტენსივობა. ერთი საათი სავსებით საკმარისია ვარჯიშისათვის. თუმცა, ვარჯიში ჰარლისთან ერთად დღეში სულ რაღაც 25 წუთს შეადგენს. ზუსტად განსაზღვრეთ რა შედეგს ელოდებით ვარჯიშისგან. მაშინ დროის დაკარგვის გარეშე შეძლებთ განსაზღვროთ რა და რითი ვარჯიში გჭირდებათ. ცოტა მიირთვით და 100% -ით დაიხარჯეთ ვარჯიშისას. შიმშილს ზედმეტი გამოძღომით ნუ მოიკლავთ. თავი შეიკავეთ საჭმლის ზედმეტი ულუფისგან.

იდეალური ფიგურის მისაღებად ყველა მცირე დეტალს მნიშვნელოვანი როლი აქვს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად უნდა გამოირიცხოს შეცდომები ვარჯიშის შესრულებისას. ვარჯიშის დროს მხოლოდ თქვენთვის პრობლემურ ადგილებს არ უნდა მიაქციოთ ყურადღება. თუ თქვენი პულსი ვარჯიშის დროს წუთში 150 დარტყმაზე ნაკლებია, უფრო უნდა გააქტიურდეთ. ნუ დაივიწყებთ მასაჟს. მისი საშუალებით კუნთები ადვილად ახდენენ აღდგენას, ხოლო სხეული თანაბარ ფორმებს იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები