LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისთ ფოინთი“: დაფიქსირდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია

190
ისთ ფოინთი

„საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია“, ამის შესახებ განცხადებას სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“ ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები“.

„ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანახმად მივმართეთ 112-ს.

სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს“, – წერია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

? ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. შეტყობინების…

Posted by East Point • ისთ ფოინთი on Monday, 5 June 2023

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები