თბილისში 15 ოქტომბერს, ავტობილდის მიერ ორგანიზებული ”ავტო შოუ 2016” გაიმართება. ღონისძიებაზე ”ნისანის” ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, კომპანია „ჯეო ავტო“ ”ნისანის” მოდელებს წარმოადგენს. მათ შორის იქნება ”ნისანის” „ბესტსელერი “ სრულიად ახალი Nissan X-Trail და ასევე, ”ნისანის” ლეგენდარული მოდელი – განახლებული Nissan Patrol.
შეგახსენებთ, თბილისის ავტო შოუ ტრადიციულად თბილისობის დღესასწაულის პირველ შაბათ დღეს იმართება, მეტეხის ხიდზე, დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ახლოდან იხილონ წარმოდგენილი მოდელები, გაეცნონ მათ მახასიათებლებს, ტექნიკურ პარამეტრებსა და აღჭურვილობას. ასევე გათვალისწინებული იქნება სიმბოლური საჩუქრები, როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის.
ავტო შოუზე დასწრება თავისუფალია.