ნანუკა სტამბოლიშვილი და ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი გადაცემა „პრაიმშოუს” სტუმრები არიან.
ჰალილი გადაცემაში საქართველოს შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნანუკამ სამშობლოს შესახებ ბევრი რამ ასწავლა.
„ნანუკას გამოჩენამდე, საქართველოს შესახებ რაც მსმენია – იყო ალი და ნინოს ქანდაკება. ახლა კი, სიტყვებიც მასწავლა და გასტრონომიიდან გამორჩეულად შემიყვარდა აჩმა”, – საუბრობს ჰალილი.
შეგახსენებთ, რომ ნანუკა და ჰალილი ცნობილ თურქულ სერიალში „სხვისი შვილი” მთავარ როლებში არიან და საზოგადოებას სერიალში მათი წყვილი ძალიან უყვარს.
ვიდეო: ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანის თურქულ ნამღერზე ანრი ჯოხაძე და სალომე ღვინიაშვილი ცეკვავენ
ვიდეო: ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი თურქულ სიმღერას მღერის
ნანუკა სტამბოლიშვილის ახალი ფოტოსესია – თურქული სერიალის ვარსკვლავი შესანიშნავ ფორმაშია