LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51 წლის ელიზაბეტ ჰარლიმ იდეალურ ფორმაში ყოფნის საიდუმლო გაამხილა (ფოტო)

29

რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა ელიზაბეტ ჰარლიმ „ინსტაგრამზე“ ფოტო გააზიარა. 51 წლის ლამაზმანი საცურაო კოსტიუმშია გადაღებული და არაჩვეულებრივ ფორმაშია. ფოტო ჰარლის დასვენების ამსახველ კადრს წარმოადგენს, თუმცა კონკრეტულად რომელ მზიან სანაპიროზე ისვენებს ვარსკვლავი, უცნობია.

გამომწერებმა მის იდეალურ ფორმას გაუსვეს ხაზი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, არამარტო კარგი გენების, არამედ სპორტდარბაზში ხშირი სტუმრობის დამსახურებაა. ყოველდღიულად ჰარლი კარდიო ვარჯიშებს მინიმუმ ნახევარ საათს უთმობს, საჭიროების შემთხვევაში კი პილატესსა და იოგასაც მიმართავს.

რაც შეეხება კვებას, ელიზაბეტს მთლიანად ამოღებული აქვს რაციონიდან პური, მაკარონი და ყველი, ხოლო თუ ჭამიდან ჭამამდე ის გაუსაძლისმა შიმშილმა შეაწუხა, წყალს სვამს.

20161018-liz-3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები