რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლება დასავლეთის სანქციებს არ არღვევს. ზახაროვამ ამერიკა და ევროკავშირი რეგიონში სიტუაციის შერყევის მცდელობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ამის მცდელობა ახლაც წყდება.
„ბევრი გვსმენია იმის შესახებ, რომ ეს ავიამიმოსვლა არღვევს რაიმე სახის აკრძალვას და ა.შ. რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლაზე არ არსებობს სანქციების რეჟიმი – მაშინაც კი, თუ ეს უკანონო სანქციების რეჟიმები უბრალოდ არსებულად არის დაფიქსირებული და არა როგორც დასაშვები, ყველა ეს ავიამიმოსვლა, ამას არ არღვევს.
გავრილოვი: აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა
როგორც რუსმა დეპუტატმა News.ru-თან ინტერვიუში განაცხადა, უნდა გაიზარდოს იმ ავიაკომპანიების რიცხვი – „მათ შორის, მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლას განახორციელებს.“
მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს არ აწუხებს აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც არ წყვეტენ თავიანთ მცდელობებს უკარნახონ თავიანთი ნება და დააწესონ თავიანთი სტანდარტები სუვერენულ სახელმწიფოებზე, შეარყიონ სიტუაცია რეგიონში“, – განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, 15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა. 10 მაისს რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მოხსნა.