LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზება საქართველოს 100 მილიონი ლარი დაუჯდება – ირაკლი ღარიბაშვილი

145
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2025 წლის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზება საქართველოს 100 მილიონი ლარი დაუჯდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფესტივალისთვის მზადების ფარგლებში, თბილისსა და ბაკურიანში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის მზადებას ვიწყებთ. მოგეხსენებათ, რომ 2025 წელს საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ამის თაობაზე დღეს გვექნება მსჯელობა. ჩვენ 100 მილიონი ლარი უნდა გამოვყოთ ბიუჯეტიდან და ფესტივალისთვის დავიწყებთ მზადებას. ბაკურიანში მოეწყობა ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის მოედანი, თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ახალი ინფრასტრუქტურა დაემატება თბილისს და ბაკურიანს. წელს 25 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია. ჯამში, 100 მილიონი ლარი დაგვიჯდება ამ ფესტივალის ორგანიზება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის მიმართულებით დადებითი ტენდენციები აქვს, განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

„ჩვენ ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. პირველ კვარტალში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურია“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g