პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერს ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ანა ყურაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი.
ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში.
საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება,“ – წერს ანა ყურაშვილი.