LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმერებმა Bentley Bentayga-სთვის მდიდრული მენიუ შეადგინეს

46

ბრიტანულმა ფირმა ”Daylesford”-მა, რომელიც ”პრემიალური” ორგანული საკვების მოყვანით არის დაკავებული, ”Bentley Bentayga”-სთვის განსაკუთრებული მენიუ შეადგინა. პიკნიკისთვის განკუთვნილი სპეციალური ყუთი მდიდრული ყველგანმავლის საბარგულში თავსდება.

”Linley”-ის ფირმის სათავსო ”Bentayga”-ს დამატებითი ოფციის სახით მოყვება და 27,5 ათასი დოლარი ღირს. ყუთი სამი განყოფილებისგან შედგება, რომლებიც განკუთვნილია სასმელისთვის, საკვებისთვის და ჭურჭლისთვის. გათვალისწინებულია ასევე გასაშლელი მაგიდაც.

”Daylesford”-ის მიერ შემუშავებული მენიუსთვის პროდუქტები მხოლოდ და მხოლოდ გლოსტერშირში მდებარე ფერმაში მოყავთ. მენიუ გოგრაში ფარშირებულ კომბოსტოს, თაფლისა და მდოგვის სიროფს, სალათს, ტყის სოკოს, შემწვარ ყაბაყსა და ტკბილეულს აერთიანებს.

რაც შეეხება თავად ”Bentley”-ს ყველგანმავალს, ის 2015 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა. მოდელი ექვს ლიტრიანი W12 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 608 ცხენის ძალას ავითარებს. ნულიდან ას კილომეტრს 4,1 წამში კრეფს, მაქსიმალური სიჩქარე კი 270 კილომეტრ/საათს შეადგენს.

”Bentley Bentayga”-ს საბაზო კომპლექტაციის ღირებულება 230 000 დოლარს აჭარბებს, დამატებით აღჭურვილობაში კი შედის მაგალითად ”Breitling Tourbillion”-ის საათი წინა პანელისთვის, რომელიც 170 000 დოლარი ჯდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები