LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia 99 ათას ახალ Sportage-ს უკან გამოიწვევს, მიზეზი მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემაა

123
Kia-sportage

კომპანია Kia 99 ათას ახალ Sportage-ს მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემის გამო უკან გამოიწვევს. კორეელი ავტომწარმოებლის ინფორმაციით, პრობლემა 98 944 კროსოვერს აქვს, 2022-2023 წლის მოდელებს. რისკ ჯგუფში მოხვედრილი ავტომობილები უკვე გამოვლენილია და დილერები მეპატრონეებს 21 ივლისიდან დაუკავშირდებიან.

Kia არ აზუსტებს, თუ რა გახდა მუხრუჭების დაზიანების მიზეზი. ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამ პრობლემას უკვე 73 მძღოლი გადააწყდა და ყველა მათგანი ამერიკელია. დეფექტი ავარიის ან უბედური შემთხვევის მიზეზი არ გამხდარა, თუმცა ჰერმეტულობის დარღვევის გამო დამუხრუჭების ინტენსივობა ირღვევა და გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა სერიოზული ავარიაც გამოიწვიოს.

მწარმოებელი ყველა დეფექტიან ავტომობილს უფასოდ შეაკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები