LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავრილ ლავინი რეპერ Tyga-ს დაშორდა – მიზეზი ცნობილია

199
Untitledds

გასული წლის ბოლოს, „პოპის პრინცესა“, ავრილ ლავინი საქმროს, დერეკ რაიანს, იგივე Mod Sun-ს დაშორდა, მან ქორწილი ჩაშალა. მალევე არტისტი კაილი ჯენერის ყოფილ პარტნიორთან, რეპერ Tyga-სთან ერთად გადაიღეს. მათი სასიყვარულო კავშირი მალევე დადასტურდა.

50 კარატიანი შავი და თეთრი ბრილიანტების ყელსაბამი 80 0000 დოლარად – Tyga-მ ავრილ ლავინს საოცარი საჩუქარი გაუკეთა

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ 38 წლის ავრილი Tyga-ს 4 თვიანი რომანის შემდეგ დაშორდა. მიზეზის შესახებ ავრილთან დაახლოებულმა პირმა გამოცემასთან ისაუბრა.

„ავრილს არ უნდოდა რეპერთან მიჯაჭვულობის განცდა გასჩენოდა. Tyga მხოლოდ საშუალება იყო, რომელიც მან იმისთვის გამოიყენა, რათა საქმროსთან, დერეკ რაიანთან ტოქსიკური ურთიერთობა დაესრულებინა“, – აცხადებს ინსაიდერი.

აი ქორწილის ჩაშლის მიზეზიც – ავრილ ლავინი და Tyga ვნებიანი კოცნის დროს გამოიჭირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები